გუარდიოლა: უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უკეთესმა გუნდმა მოიგო
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ მადრიდის „რეალთან“ მატჩი შეაფასა. სამეფო გუნდმა „ქალაქელები“ განმეორებით მატჩშიც დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგიდან გააგდო.
კატალონიელი სპეციალისტის თქმით, „რეალი“ ფანტასტიკური გუნდია, რომელიც წინსვლას იმსახურებს.
„მას შემდეგ, რაც პირველი გოლი გავუშვით, ჩვენ თავს ვერ ვიცავდით, როგორც საჭიროა, სიტუაცია უფრო და უფრო რთულდებოდა. უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უკეთესმა გუნდმა მოიგო, ასე რომ, ვულოცავთ მადრიდის „რეალს“. ახლა ჩვენ პრემიერ ლიგაზე ვკონცენტრირდებით. პირველი წელია, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სეზონი არ ჩავატარეთ. ეს უნდა მივიღოთ და ვიბრძოლოთ შემდეგი სეზონისთვის, რომ ისევ აქ აღმოვჩნდეთ. რა თქმა უნდა, „რეალი“ მოგების კანდიდატია, მაგრამ სხვა კარგი გუნდებიც არიან“, - თქვა გუარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალმა“ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგიდან ზედიზედ მეორედ გააგდო. კარლო ანჩელოტის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, სადაც ისინი „ატლეტიკოს“ ან „ლევერკუზენს“ დაუპირისპირდებიან.