პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია, ბრესტი
Aa
Aa

Le Parisien: “ხვიჩას საუკეთესო მატჩი პსჟ-ში გადასვლის შემდეგ“

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის განმეორებით მატჩში პარი სენ ჟერმენმა ბრესტს უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა. მასპინძელთა მხრიდან მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა Le Parisien-მა ქართველი ფეხბურთელის შესახებ დაწერა.

Le parisien:

„ბრედლი ბარკოლა და ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაში არიან. ქართველმა ფეხბურთელმა პარი სენ ჟერმენში გადასვლის შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა. გოლი გაიტანა და ასევე ორ გოლში მიიღო მონაწილეობა. საგოლე პასი მაიულუზე და პრე-ასისტი გონსალუ რამუშზე.“

შეგახსენებთ, რომ სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა კვარას ყველაზე მაღალი 9.3 შეფასება დაუწერა და ქართველი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ასევე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე გაიტანა გოლი.

ცნობისთვის, პარი სენ ჟერმენის სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში ლივერპული და ბარსელონა არიან.

კვარას მომენტები VS ბრესტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული საღამო: კვარას გოლს + საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზე
ისტორიული საღამო: კვარას გოლს + საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზე