ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარაცხელია: ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში „ბრესტთან“ (7:0) დიდებული თამაშის შემდეგ, პრესასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პარიზელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ.

„ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. თავს კარგად ვგრძნობთ, ასე უნდა გავაგრძელოთ. ადვილი არ არის ბრესტთან შვიდი გოლის გატანა. დღეს ბედნიერები ვართ.

შთაბეჭდილების ქვეშ ვარ თუ არა გუნდით? აქ ფეხბურთელების ხარისხი მართლაც ძალიან მაღალია. ისინი მოედანზე დიდ დახმარებას მიწევენ. მათ გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნოა. ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობ.

პსჟ-ს შეუძლია ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ვფიქრობ, ამის ძალა შეგვწევს. ყველა მატჩის მოგება გვინდა, ეს არის ჩვენი მიზანი, ამას ვეცდებით, ვეცდებით და კიდევ ერთხელ ვეცდებით.

ჯერ ჩემი მაქსიმუმი არ მიჩვენებია. ამას დრო სჭირდება, მუშაობას გავაგრძელებ და ყველაფერი კარგად იქნება. ფეხბურთში ადვილი არაფერია. ცოტა დრო მჭირდება, რადგან აქ სხვა ქვეყნიდან მოვედი, განსხვავებული ლიგიდან და ვფიქრობ, ის რისი ჩვენებაც ყველასთვის მინდა, მალე გამოჩნდება".

- ციტირებს კვარაცხელიას სიტყვებს CANAL+ Foot-ი.

აქვე გეტყვით, რომ კვარა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე გოლის გატანა შეძლო. ტურნირზე ამ მომენტისთვის მის ანგარიშზე უკვე 3 გოლია.

Sofascore-ის ვერსიით კვარაცხელიამ 9.3 შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

კვარას ყველა მომენტი VS ბრესტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი იანვარში დასუსტდა, მაგრამ კონტე ქებას იმსახურებს“ - იტალიური მედია
„ნაპოლი იანვარში დასუსტდა, მაგრამ კონტე ქებას იმსახურებს“ - იტალიური მედია