ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ისტორიული საღამო: კვარას გოლს + საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის სტადიაზე პსჟ-მ „ბრესტს“ განმეორებით შეხვედრაში 7:0 მოუგო და ორი მატჩის ჯამში 10:0 დაამარცხა. ამ ყველაფერში თავისი სოლიდური წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა.

ხვიჩამ გოლს + საგოლე გადაცემა ჩაიწერა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ლამაზი მომენტიც შემოგვთავაზა და თავის ჩემპიონთა ლიგურ კარიერაში ეს ცალსახად ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა იყო.

კვარა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სტადიაზე გოლის გატანა შეძლო. ტურნირზე ამ მომენტისთვის მის ანგარიშზე უკვე 3 გოლია.

Sofascore-ის ვერსიით კვარაცხელიამ 9.3 შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ლუის ენრიკემ კვარაცხელია მოედანზე 90 წუთი დატოვა. მატჩამდე ფრანგული პრესა ვარაუდობდა, რომ კვლავ თადარიგში დარჩებოდა, თუმცა ამჯერად შეცდნენ.

აქვე გეტყვით, რომ 1/8-ფინალში პარიზელების სავარაუდო მეტოქეები „ლივერპული“ და „ბარსელონა“ არიან. წილისყრა პარასკევს გაიმართება.

კვარას ყველა მომენტი VS ბრესტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: ნაპოლიმ კვარა ვერ შეცვალა, გუნდი რეალურად დასუსტდა
კასანო: ნაპოლიმ კვარა ვერ შეცვალა, გუნდი რეალურად დასუსტდა