Sofascore - კვარა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის განმეორებით მატჩში პარი სენ ჟერმენმა ბრესტს უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა. მასპინძელთა მხრიდან მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფასა.
Sofascore:
დონარუმა(7.5), ჰაკიმი(7.4), მარკინიოსი(7.5), პაჩო(7.0), მენდეში(8.5), ნევეში(7.6), ვიტინია(8.1), რუისი(8.3), კვარაცხელია(9.3), დემბელე(7.6), ბარკოლა(8.4), დუე(8.1), ლი(6.8), რამუში(8.5), კიმპემბე(6.9), მაიულუ(7.2).
როგორც ხედავთ ქართველი სუპერვარსკვლავი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ასევე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე გაიტანა გოლი.
ცნობისთვის, პარი სენ ჟერმენის სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში ლივერპული და ბარსელონა არიან.
კვარას მომენტები VS ბრესტი