კარლო ანჩელოტი, პრედრაგ მიატოვიჩი
Aa
Aa

მიატოვიჩი: ზაფხულში ანჩელოტიმ გუნდი უნდა დატოვოს

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულ ფორვარდს და შემდგომში კლუბის სპორტული დირექტორი პრედრაგ მიატოვიჩი მიიჩნევს, რომ კარლო ანჩელოტიმ ზაფხულში კლუბი უნდა დატოვოს.

„მე ახლახან ვთქვი, რომ ანჩელოტიმ მადრიდის რეალში ორი პერიოდის განმავლობაში შესანიშნავი სამუშაო გასწია. ის არის მწვრთნელი, რომელმაც ყველაზე მეტი ტიტული მოიპოვა და არა მგონია, ვინმემ მას აჯობოს, რადგან ფეხბურთი ისეთი მიმართულებით ვითარდება, კლუბებს სულ უფრო და უფრო ნაკლები მოთმინება აქვთ მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან მიმართებით. არავის ექნება ისეთი გრძელი კარიერა, რომ მას მოგებული ტიტულების რაოდენობით აჯობოს.

ფლორენტინო პერესმა სხვა მწვრთნელის არჩევა უნდა გადაწყვიტოს. და თუ ჩაბი ალონსო დაინიშნება, ის ნომერ პირველი ვარიანტი უნდა იყოს.

რატომ უნდა იყოს ეს ანჩელოტის ბოლო სეზონი რეალში? ის აქ ძალიან დიდი ხანია არის და ამდენი ტიტული მოიგო. მას უკვე უჭირს გუნდში რაიმე სხვა, რაიმე ახლის, რაიმე რევოლუციურის მოტანა",

- ციტირებს მიატოვიჩის სიტყვებს Marca.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერ აგენტი კვარას ტრანსფერში | ფაბრიციო რომანო ტრანსფერის უცნობ ფაქტზე
სუპერ აგენტი კვარას ტრანსფერში | ფაბრიციო რომანო ტრანსფერის უცნობ ფაქტზე