მადრიდის რეალი
Aa
Aa

“სახლიდან ვეღარ გავდივარ“ - მუნუერას ვითარება დამძიმდა

ხოსე ლუის მუნუერა მონტეროს ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ის სახლსაც კი ვერ ტოვებს.

ამის შესახებ, თავად მსაჯმა ისაუბრა:

„რამდენიმე დღეა სახლი არ დამიტოვებია. ჩემს არასრლუწლოვან ძმისშვილებს ლანძღავენ. ხალხი ჩემს 9 ძმაზე თავდასხმას ცდილობდა. 80 წლის მამაჩემი დღეს წირვაზე წავიდა და... მირჩევნია ჩუმად ვიყო და ბევრი არ ვისაუბრო. სიტუაცია უკონტროლოა.“

შეგახსენებთ, რომ მუნუერამ ოსასუნას და რეალის დაპირისპირება იმსაჯა, სადაც რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

მუნუერამ ჯუდ ბელინგემი მოედნიდან გააძევა და მატჩის მოხსენებაში ჩაწერა, რომ ინგლისელმა ნახევარმცველმა მას შეაგინა. თავად ჯუდი კი ამბობს, რომ მსაჯის მიმართულებით არაფერი უთქვამს. ამის გამო ბელინგემი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

გულშემატკივრების გაღიზიანება მუნუერას სხვა გადაწყვეტილებებმაც გამოიწვია. ესპანელმა არბიტრმა ვინისიუსის, ფრან გარსიას და კილიან მბაპეს მიმართ განხორციელებულ აშკარა უხეშობაზე თვალი დახუჭა და ჯარიმაც კი არ დადო. სწორედ ამ ყველაფრის გამო მის გარშემო სიტუაცია აირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელინგემი ორი მატჩით დასაჯეს - მსაჯი კი ზეწოლაზე ჩივის
ბელინგემი ორი მატჩით დასაჯეს - მსაჯი კი ზეწოლაზე ჩივის