ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ანტონიო კასანო
Aa
Aa

კასანო: ნაპოლიმ კვარა ვერ შეცვალა, გუნდი რეალურად დასუსტდა

ანტონიო კასანომ Viva el Futbol-ის პოდკასტში საუბრისას „ნაპოლის“ პრობლემები ახსენა და აღნიშნა, რომ გუნდმა ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლა ვერ შეძლო, რაც ნეაპოლელთა პრობლემების ზრდას ხელს შეუწყობს.

„კონტე ცდილობს სასწაული მოახდინოს. ჯერჯერობით ეს გამოსდის. მწვრთნელი სიტუაციის განმუხტვას ცდილობს და ამბობს, რომ მათი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. მაგრამ, უბრალოდ წარმოიდგინეთ, მათ უდინეზესთან რომ მოეგოთ, ინტერთან სხვაობას 4 ქულამდე გაზრდიდნენ. თუმცა, ეს ყველაფერი ტრანსფერების გარეშე ძალიან რთულია.

კლუბს, რომ კვარაცხელიას შემცვლელად ოკაფორი არ ეყიდა და ვინმე სხვა გაეფორმებინათ, ეს კონტესთვის დამატებითი ბონუსივით იქნებოდა. გუნდი რეალურად საკმაოდ დასუსტდა. ოკაფორი კვარა ნამდვილად არ არის. მე ვიცი, რომ კონტე მხოლოდ სკუდეტოზე ფიქრობს და თუ მოგებას შეძლებს, სენსაციურ წარმატებას მიაღწევს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მისგან განსხვავებით სპალეტის ჯერ კიდევ ჰყავდა ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორებიც ოსიმენი და კვარაცხელია არიან. სხვაობა სწორედ ესაა.

ასევე, გუნდმა 2 თვე ითამაშა დაცვის ლიდერის გარეშე, კვარაცხელია იანვარში დაკარგეს, ლუკაკუ კი თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 40%-ს აჩვენებს. მას რეალურად მადლობის მეტი არაფერი ეთქმის. ის უკვე ასაკშია“.

- განაცხადა კასანომ.

სერია A-ში 25 ტურის შემდეგ, ნეაპოლელები 56 ქულით პირველ ადგილზე არიან, „ინტერი“ კი 54 ქულით მეორეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერ აგენტი კვარას ტრანსფერში | ფაბრიციო რომანო ტრანსფერის უცნობ ფაქტზე
სუპერ აგენტი კვარას ტრანსფერში | ფაბრიციო რომანო ტრანსფერის უცნობ ფაქტზე