სტეფანოს ციციპასი, ჰამად მეჯედოვიჩი
Aa
Aa

მეჯედოვიჩის გმირობა - ციციპასს მძიმე ტრავმით მოუგო

დოჰას ტურნირზე საოცარი მატჩი გაიმართა. სტეფანოს ციციპასისა და მეჯედოვიჩის დაპირისპირებაში ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი უნდა მომხდარიყო, თუმცა გულშემატკივრებმა საოცარი თამაში იხილეს.

სერბმა ამომავალმა ვარსკვლავმა პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე 7:6 მოიგო, ხოლო მეორე 5:7 დათმო.

მესამე სეტში, იმ დროს, როდესაც ანგარიში ჰამადის სასარგებლოდ 5:4 იყო, მეჯედოვიჩმა ბარძაყის კუნთის სერიოზული ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად ამის შემდეგ კორტზე კოჭლობით გადაადგილდებოდა.

მიუხედავად ასეთი დაზიანებისა, რეიტინგის 78-ე ნომერმა ციციპასის დამარცხება მაინც შეძლო. მან ეს ტაი-ბრეიკზე მოახერხა - 7:5

სამწუხაროდ, ჰამადის ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მერვედფინალური მატჩი ოჟე-ალიასიმის წინააღმდეგ ვერ ჩაატარა და ტურნირს ჩაეხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უსამართლო გადაწყვეტილებაა“ - ჯოკოვიჩი სინერს გამოესარჩლა
„უსამართლო გადაწყვეტილებაა“ - ჯოკოვიჩი სინერს გამოესარჩლა