ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემი ორი მატჩით დასაჯეს - მსაჯი კი ზეწოლაზე ჩივის

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ სადისციპლინო კომიტეტში გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს და კომისიას სპეციალურ ვიდეოჩანაწერს წარუდგენს, რომელშიც ინგლისელი ფეხბურთელის უდანაშაულობა მტკიცდება.

ამ მოცემულობით, ჯუდ ბელინგემი ლა ლიგის ორ შეხვედრას გამოტოვებს, რომელიც რეალმა 23 თებერვალს საკუთარ მოედანზე „ჟირონასთან“ და 2 მარტს, სტუმრად „ბეტისთან“ უნდა გამართოს.

პარალელურად, ოსასუნასა და მადრიდის რეალის მატჩის მსაჯი, ხოსე მუნუერა მონტერო აცხადებს, რომ ბელინგემის გაძევების შემდეგ მისი და მისი ოჯახის მიმართ არნახულ ზეწოლას განიცდის და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას დაცვის დანიშვნას სთხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბელინგემი: “მსაჯი შეცდა, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია“
ბელინგემი: “მსაჯი შეცდა, შეურაცხყოფა არ მიმიყენებია“