აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

დე ლაურენტისს ფინანსურ მაქინაციებში ედება ბრალი - საქმე ტრანსფერებს ეხება

იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ფინანსურ მაქინაციებში ედება ბრალი.

ცნობილი იტალიური სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისის საქმე უკვე სასამართლოს გადაეგზავნა.

არსებული ინფორმაციით, საქმეს რომის პროკურატურა იძიებს, რომლის მტკიცებითაც, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა 2019, 2020 და 2021 ფინანსურ წლებში წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაცია გააყალბა.

დე ლაურენტისის გარდა, საქმეში ფიგურირებს მისი ახლო გარემოცვის წევრი და ნდობით აღჭურვილი პირი, ანდრეა კიაველი.

ANSA-ს ინფორმაციით, საქმე ეხება ფიქტიურ მოგებას, რომელიც კლუბმა 2019 წელს „რომადან“ კოსტას მანოლასის და 2020 წელს „ლილიდან“ ვიქტორ ოსიმენის შეძენისას დააფიქსირა.

ცნობისთვის, მანოლასი „ნაპოლიმ“ „რომადან“ 36 მილიონ ევროდ, ხოლო ოსიმენი „ლილიდან“ 77,5 მილიონ ევროდ იყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტე ნელ-ნელა ხვდება, რომ აზარტული თამაშის მსხვერპლია...“
„კონტე ნელ-ნელა ხვდება, რომ აზარტული თამაშის მსხვერპლია...“