ტეო ერნანდესი
Aa
Aa

ჯარიმა და შესაძლო ტრანსფერი ზაფხულში - მილანი ტეო ერნანდესს დასჯის

„მილანი“ ჩემპიონთა ლიგაზე, „ფეიენოორდთან“ მატჩში მოედნიდან გაძევებულ ტეო ერნადესს დააჯარიმებს. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება.

როგორც ცნობილია, გუშინ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა - „როსონერიმ“ „ფეიენოორდთან“ ორმატჩიანი დაპირისპირება 1:2 (0:1, 1:1) დათმო. საპასუხო შეხვედრაში მსაჯმა მოედნიდან ტეო ერნანდესი გააძევა, რომელსაც მეორე ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის მიიღო.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანურმა კლუბმა გადაწყვიტა, დააჯარიმოს 27 წლის ფეხბურთელი ამ საქციელისთვის, რომელიც გუნდს ევროპის წამყვანი საკლუბო ტურნირიდან გავარდნად დაუჯდა.

გამოცემა ასევე წერს, რომ „მილანი“ მზადაა, ტეო ერნანდესს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეელიოს და მის ტრანსფერთან დაკავშირებით მიღებულ ყველა წინადადებას განიხილავს.

ცნობისთვის, ტეო ერნანდესს „მილანთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ფრანგი განაპირა მცველი „როსონერის“ 2019 წელს შეუერთდა და ყველა ტურნირზე „მილანის“ მაისურით 247 მატჩი ჩაატარა (33 გოლი, 44 ასისტი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტეომ მილანი დააღალატა - როსონერი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა
ტეომ მილანი დააღალატა - როსონერი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა