ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„ნაპოლი იანვარში დასუსტდა, მაგრამ კონტე ქებას იმსახურებს“ - იტალიური მედია

იტალიური მედია „ნაპოლის“ ბოლოდროინდელ გამოსვლებს ეხმიანება. გამოცემა La Repubblica-ს ჟურნალისტის, მარკო აცის განცხადებით, სატრანსფერო ფანჯარამ „პარტენოპეი“ საგრძნობლად დაასუსტა, თუმცა გუნდი სერია ა-ს მაინც ლიდერობს, რაც ანტონიო კონტეს დამსახურებაა.

მარკო აცი:

„ჯოვანი მანამ კვარაცხელიას შეცვლა ხუთჯერ სცადა (გარნაჩო, ძაკანი, ადეიემი, ნდოიე და სენტ-მაქსიმენი), მაგრამ ხუთივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ანტონიო კონტეს გუნდი ფსიქოლოგიურად არ გატყდა და პირველობას ინარჩუნებს“.

„ნაპოლიზე“ ისაუბრა ყოფილი ფეხბურთელმა და საფეხბურთო ექსპერტმა დანიელე ადანიმაც.

„კვარას წასვლის, ნერეშის ტრავმის, სათამაშო სქემის შეცვლის ფონზე ხანდახან მატჩის ფრედ დასრულება კატასტროფა არაა. კონტეს გუნდს აქვს პრობლემები, მაგრამ „ნაპოლი“ ყოველთვის მოგებაზე ფიქრობს. ახლა რომ გუნდს ცუდი შედეგები ჰქონოდა, ამას ყველა გაგებით მოეკიდებოდა, იმიტომ რომ „ნაპოლის“ შემადგენლობას სიღრმე აღარ აქვს, მაგრამ „პარტენოპეი“ მაინც პირველ ადგილზეა და კონტე ამის გამო აპლოდისმენტებს იმსახურებს“, - აცხადებს „ფიორენტინასა“ და „ინტერის“ ექსფეხბურთელი.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას 75 მილიონ ევროდ გაყიდვის შემდეგ „ნაპოლიმ“ შეტევის გასაძლიერებლად „მილანიდან“ იჯარით ნოა ოკაფორი დაიმატა. 

25 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილის სათავეშია და უახლოეს მდევარს, „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერ აგენტი კვარას ტრანსფერში | ფაბრიციო რომანო ტრანსფერის უცნობ ფაქტზე
სუპერ აგენტი კვარას ტრანსფერში | ფაბრიციო რომანო ტრანსფერის უცნობ ფაქტზე