ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პსჟ - ბრესტი | იქნება თუ არა კვარა სასტარტოში

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ საკუთარ მოედანზე „ბრესტს“ დაუპირისპირდება.

ფრანგულმა მედიამ დღევანდელი შეხვედრისთვის პარიზული გუნდის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეული დაასახელა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მოიაზრება.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: დონარუმა - მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ჰაკიმი - ფაბიან რუისი, ვიტინია, ნევეში - კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველ მატჩში, რომელიც პსჟ-მა სტუმრად 3:0 მოიგო, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე დატოვა და თამაშში 68-ე წუთიდან ჩართო. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუპერ აგენტი კვარას ტრანსფერში | ფაბრიციო რომანო ტრანსფერის უცნობ ფაქტზე
სუპერ აგენტი კვარას ტრანსფერში | ფაბრიციო რომანო ტრანსფერის უცნობ ფაქტზე