ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„თოფურია მახაჩევის დისკრედიტაციას ეწევა“ - მაიკლ ბისპინგი

UFC-ის ყოფილი მებრძოლის, საშუალო წონის ექსჩემპიონის, მაიკლ ბისპინგის განცხადებით, ილია თოფურია ისლამ მახაჩევის დისკრედიტაციას ეწევა, დაღესტნელი მებრძოლები კი ასეთ განცხადებებს ყოველთვის სრული სერიოზულობით ეკიდებიან. ამის შესახებ ბისპინგმა თავის YouTube-არხზე ისაუბრა.

მაიკლ ბისპინგი:

„ალბათ, ეს რაღაც ქვეცნობიერის დონეზეა, მაგრამ ილია თოფურიას სურს, დაამტკიცოს, რომ მახაჩევის ცემა შეუძლია. ვფიქრობ, ილია უბრალოდ ბოდავს - ის მახაჩევის დისკრედიტაციას ეწევა და მასზე ნეგატიურად საუბრობს. ზოგადად, ის დაღესტნელ მებრძოლებს აყენებს შეურაცხყოფას, ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ისინი ასეთ განცხადებებს სერიოზულად ეკიდებიან.

თუ ილია ამ ტაქტიკას შეინარჩუნებს, (რაც მე ძალიან მომწონს), მაშინ, ვფიქრობ, თოფურია-მახაჩევის ჩხუბს აუცილებლად ვიხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ უახლეს ინტერვიუში „ელ მატადორმა“ მსუბუქი წონის ჩემპიონზე, ისლამ მახაჩევზე მორიგჯერ ისაუბრა და განაცხადა, რომ მახაჩევს მისი ეშინია. თოფურიას თქმით, მას მახაჩევის ერთი დარტყმით დასრულება შეუძლია და „ეს თავად ისლამმაც მშვენივრად იცის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია: „მახაჩევს ერთი დარტყმით დავასრულებ“
ილია თოფურია: „მახაჩევს ერთი დარტყმით დავასრულებ“