„იმედია, სეხუდოს დამარცხების შემდეგ მერაბთან იჩხუბებს“ - UFC-ის ლეგენდა სონგ იადონგზე
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ურაია ფეიბერმა The SCHMO-ს პოდკასტში სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩინელ მებრძოლზე, სონგ იადონგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ის ჰენრი სეხუდოს დაამარცხებს, მაშინ ქამრისთვის ჩხუბის უფლება უნდა მიიღოს.
რას ამბობს ფეიბერი:
„მინდა, ჰენრი სეხუდოს მიმართ დიდი პატივისცემა გამოვხატო. ის MMA-ში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მას ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს, მრავალჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მისი მენტალიტეტი უბრალოდ გასაოცარია. იცის, რომ სონგი რთული ამოცანაა, ამიტომ ამ ბრძოლას ულტრამომზადებული შეხვდება. ჩვენ საუკეთესო სეხუდოს ხილვა გვსურს, რადგან სონგი ქამარს უმიზნებს“.
„ვფიქრობ, სონგი პიოტრ იანთან გამარჯვებას იმსახურებდა. ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო. სონგი ცდილობდა ახალი უნარები ეჩვენებინა, თამაშის ახალი დონე... მაგრამ არა უშავს, ის მხოლოდ 27 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. ფეხზე ის აშკარად უკეთესი იყო, რამდენიმე მოქმედება ჰქონდა, რაც გადაწყვეტილებას მის მხარეს გადახრიდა, მაგრამ აქ გავლენა ყოფილი ჩემპიონის სტატუსმა მოახდინა“.
„მან უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბზეც გამოთქვა მზადყოფნა, მაგრამ საბოლოოდ, ეს ბრძოლა არ შედგა. მზად ვიყავით იმ ბრძოლისთვის, რაც სატიტულო ჩხუბის შესაძლებლობას მოგვცემდა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. იმედი მაქვს, სეხუდოსთან ბრძოლის შემდეგ მერაბისა და უმარის შორის ერთ-ერთს მაინც მივიღებთ“.
რაც შეეხება სონგ იადონგს, ჩინელმა მებრძოლმა MMA-ში 29 ბრძოლა გამართა, მისი რეკორდი კი 21 გამარჯვება, 7 მარცხი და 1 ფრეა. იადონგი ბოლოს 2024 წლის მარტში პიოტრ იანს ეჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მისი და ჰენრი სეხუდოს ბრძოლა მიმდინარე კვირის უქმეებზე გაიმართება.