ლამინ იამალი
Aa
Aa

„ბარსელონა, რეალი და ატლეტიკო მსაჯობის გამო არ უნდა წუწუნებდნენ“ - იამალი

„ბარსელონას“ გარემარბმა, ლამინ იამალმა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ესპანურ ფეხბურთში ბოლო დროს ყველაზე აქტუალურ თემაზე - მსაჯობაზე ისაუბრა.

17 წლის ფეხბურთელის თქმით, ტოპკლუბებმა მსაჯების გადაწყვეტილებებზე ნაკლები უნდა ისაუბრონ, ვინაიდან ეს სამუშაო ძალიან რთულია და ნებისმიერ შემთხვევაში რომელიმე მხარე უკმაყოფილო დარჩება.

ლამინ იამალი:

„ინიგო მარტინესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი 100%-იანი იყო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახლა ადამიანები მსაჯების ნებისმიერ გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებენ.

მსაჯები ცდილობენ, გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ. ეს ძალიან რთული სამუშაოა, იმიტომ რომ უკმაყოფილო ყოველთვის გამოიძებნება. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, თუ ის ერთი გუნდის სასარგებლოდაა, მეორე უკმაყოფილო იქნება. მეტიც, კრიტიკის მიზეზს გამოძებნიან იმ გუნდის გულშემატკივრებიც, რომელიც ამ მატჩში საერთოდ არ მონაწილეობს.

როდესაც ჩვენ „რეალს“ 6 ქულით ჩამოვრჩებოდით, „ხეტაფესთან“ მატჩში კუნდეს წაქცევისთვის პენალტი არ დაგვინიშნეს, ახლა კი „რაიოსთან“ მატჩში ასეთივე პენალტი დაინიშნა ინიგო მარტინესის წაქცევისთვის. ასე რომ, არ ვიცი რა ხდება...

ჯერ ესპანეთის თასზე მსაჯები „რეალის“ სასარგებლოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ახლა კი „ოსასუნასთან“ მატჩში - პირიქით. ეს სულ ასე იქნება. ჩემი აზრით, „ბარსელონა“, „რეალი“ და „ატლეტიკო“ მსაჯობის გამო არ უნდა წუწუნებდნენ“.

ცნობისთვის, მსაჯებთან დაკავშირებით ესპანეთში მორიგი სკანდალი გასულ უქმეებზე აგორდა, როდესაც „ოსასუნასა“ და „რეალის“ მატჩში მსაჯის შეურაცხყოფისთვის მოედნიდან მადრიდელთა ნახევარმცველი, ჯუდ ბელინგემი გააძევეს. ინგლისელს 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ესპანურ მედიაში ისიც დაიწერა, რომ „სამეფო კლუბი“ ლა ლიგის დატოვებას განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: "ბოლო 3 მატჩში უცნაური რაღაცები მოხდა"
ანჩელოტი: "ბოლო 3 მატჩში უცნაური რაღაცები მოხდა"