პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ბერნაბეუზე თამაში ადვილი არასდროს არის“ - პეპი რეალთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩის წინ, ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გუარდიოლა

„რა თქმა უნდა, ზეწოლა არსებობს, მაგრამ ეს კარგია. ზეწოლის გარეშე კარგად ვერ ითამაშებ. ცუდი მომენტები გვექნება, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით მათ შემცირებას. მადრიდის რეალთან თითქმის სრულყოფილი თამაშია საჭირო, სხვანაირად ვერ მოიგებ.

პირველი თამაშის შედეგი კარგი არ არის. როგორც წესი, მეორე მატჩს ჩვენ მუდმივად უპირატესობაში ვხვდებით, მაგრამ ახლა იდეალური სიტუაცია არ არის. ვნახოთ გამოგვივა, თუ არა ის, რაც წინა თამაშში არ გამოგვივიდა.

ამ სტადიონზე წარმოუდგენელი მოგონებები მაქვს. აქ თამაში არასდროს იყო ადვილი. აქ ჯერ, როგორც ფეხბურთელი ვთამაშობდი, ხოლო შემდეგ მწვრთნელი. ბერნაბეუს ვერც ბაიერნის მწვრთნელობის დროს ვერ ავცდი, ხოლო ბოლო წლებში მანჩესტერ სიტი არაერთხელ შეხვდა რეალს. ვიცით მათი ისტორია. ხვალ ვეცდებით, რომ დადებითი მოგონებებით დავტოვოთ მადრიდი.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მანჩესტერში გაიმართა და რეალმა 3:2 მოიგო. მომავალი მატჩი 19 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთმორწმუნე დაუნდობელი მენტალიტეტი, რომელიც უიმედობამ შეცვალა
ერთმორწმუნე დაუნდობელი მენტალიტეტი, რომელიც უიმედობამ შეცვალა