მილანი, ფეიენოორდი, ტეო ერნანდესი, სანტიაგო ხიმენესი
Aa
Aa

ტეომ მილანი დააღალატა - როსონერი ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში სენსაცია დაფიქსირდა. მილანმა განმეორებით მატჩში ფეიენოორდს უმასპინძლა ვერ მოუგო. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და როსონერი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს დაემშვიდობა.

მასპინძლებმა მატჩი იდეალურად დაიწყეს და ნიდერლანდური გუნდიდან წამოყვანილმა სანტიაგო ხიმენესმა მილანი 37-ე წამზე დააწინაურა.

როსონერის კიდევ ჰქონდა გოლის გატანის არაერთი შანსი, მაგრამ ვერ მოახერხა. 44-ე წუთზე ტეო ერნანდესმა ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 51-ე წუთზე ფრანგმა მარცხენა მცველმა სიმულაციის გამო მეორე ბარათიც მიიღო და მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

ამის შემდეგ, ფეიენოორდი გააქტიურდა და 73-ე წუთზე ბუენოს ბრწყინვალე გადაცემა კარანძამ გამოიყენა - ანგარიში გათანაბრდა.

დარჩენილ დროში მილანმა გააზრებული კომბინაციაც კი ვერ გააკეთა და კონსეისაუს გუნდი მერვედფინალს მიღმა დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს სრული სისულელეა“ - ტებასი რეალის სხვა ჩემპიონატში თამაშზე
“ეს სრული სისულელეა“ - ტებასი რეალის სხვა ჩემპიონატში თამაშზე