დოჰას ტურნირი - ჯოკოვიჩი დაბრუნდა და ბერეტინისთან დამარცხდა
საჩოგბურთო სამყაროსი დოჰას ტურნირი დაიწყო, სადაც მონაწილეობას ტოპ ჩოგბურთელები იღებენ.
პირველ წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩი მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და ბევრისთვის მოულოდნელად ორ სეტში 6:7 2:6 დამარცხდა.
პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც უკეთესი იტალიელი აღმოჩნდა. მან ნოლეს 2 ჩაწოდება მოიგერია და 7:4 დააფიქსირა.
მეორე სეტში კი მატეომ სრული უპირატესობა მოიპოვა, 2 ბრეიკი შეასრულა და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბოლოს ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც ტრავმის გამო ზვერევთან ნაადრევად დანებდა.
ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ლეგენდარული სერბი ATP რეიტინგში 3900 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.