ფედერაციის გადაწყვეტილებით - მუნუერა ლა ლიგის 25-ე ტურში არ იმსაჯებს
ესპანური მედიის ინფორმაციით, ლა ლიგის 25-ე ტურში ხოსე ლუის მუნუერა მონტერო არცერთ მატჩში არ იმსაჯებს.
აღსანიშნავია, რომ ამის მიზეზი სასჯელი არ არის. მუნუეროს რეალთან მიღებული გადაწყვეტილებები ბევრმა დაუწუნა, თუმცა 25-ე ტურში სულ სხვა მიზეზის გამო არ იმსაჯებს.
ესპანელ არბიტრს, ბლანკოსთან თამაშის შემდეგ, სიკვდილის შემცველი მუქარის შეტყობინებები გაუგზავნეს. ფედერაციაში თვლიან, რომ ის საფრთხეშია და ახლა სტადიონზე მისი გამოჩენა მიზანშეწონილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ოსასუნასთან მატჩის დროს, მუნუერომ რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მან ჯუდ ბელინგემი მინდვრიდან გააძევა და ამის მიზეზად შეურაცხყოფა დაასახელა.
თავის მხრივ, ინგლისელი ნახევარმცველი ამბობს, რომ მსაჯის მიმართულებით არაფერი უთქვამს და ამის ბერკეტად ვიდეო კადრები მოჰყავს. ჯუდს 4-დან 12-მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.