ხავიერ ტებასი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ეს სრული სისულელეა“ - ტებასი რეალის სხვა ჩემპიონატში თამაშზე

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის რეალი ლა ლიგის მსაჯებით უკმაყოფილოა და დაპირისპირებამ საკმაოდ სერიოზული სახე მიიღო.

ოსასუნასთან მატჩის შემდეგ, რომელიც მეტად სკანდარული გამოდგა, სპორტულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ შესაძლოა სამეფო კლუბმა ლა ლიგა დატოვოს და ასპარეზობა სხვა ჩემპიონატში განაგრძოს.

ამასთან დაკავშირებით, ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა  MARCA-სთან კომენტარი გააკეთა.

ტებასი:

„ეს სრული სისულელეა და ამავდროულად შეუძლებელიც. რეალის ხელმძღვანელობამ კარგად იცის, რომ ეს არ გამოუვათ. არსებობს სპორტული კანონები, რომლებიც ამბობენ, რომ ესპანურმა კლუბებმა ეროვნულ შეჯიბრებებში სავალდებულო წესით უნდა ითამაშონ. ის გამოიყენება იმ სტრატეგიის დასადასტურებლად, რომელსაც ისინი მისდევენ. დაფიქრდით, რომელ ლიგაში უნდა ითამაშონ?“

შეგახსენებთ, რომ ოსასუნასთან მატჩის დროს, მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მუნუერამ ჯუდ ბელინგემი მინდვრიდან გააძევა და ამის მიზეზად შეურაცხყოფა დაასახელა.

თავის მხრივ, ინგლისელი ნახევარმცველი ამბობს, რომ მსაჯის მიმართულებით არაფერი უთქვამს და ამის ბერკეტად ვიდეო კადრები მოჰყავს. ჯუდს 4-დან 12-მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები