სუპერ აგენტი კვარას ტრანსფერში | ფაბრიციო რომანო ტრანსფერის უცნობ ფაქტზე
საფეხბურთო ტრანსფერების ავტორიტეტული „ინსაიდერი'' ფაბრიციო რომანო ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან'' პსჟ-ში ტრანსფერის უცნობ დეტალზე საუბრობს. ფაბრიციომ Viva el Futbol-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში ცნობილი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟე მენდეში მონაწილეობდა.
ფაბრიციო რომანო: „ეს არავინ იცის, მაგრამ ჟორჟე მენდეში „ნაპოლისა’’ და პსჟ-ს მოლაპარაკებაში ჩართული იყო. ის არ გამოჩენილა, არც ფოტოში და არც სადმე სხვაგან. მენდეშს ლაურენტისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და მას პსჟ-სთან მოლაპარაკება ბევრჯერ ჰქონია. დღესდღეობით, დიდი აგენტები ყოველთვის არიან შუამავლები, როცა დიდი სატრანსფერო ოპერაციები ხორციელდება’’.
ჟორჟე მენდეში მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო აგენტია.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან'' პსჟ-ში 70 მილიონ ევროდ გადავიდა, აღნიშნული თანხა ბონუსებით 80 მილიონს აღწევს. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ჩემპიონთა ლიგის ერთ და საფრანგეთის თასის ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. „მონაკოსთან'' ბრწყინვალე გოლი გაიტანა, თუმცა ობიექტურად საუკეთესო ფორმისგან შორსაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ადაპტაციის პროცესშია და ლუის ენრიკე მასზე დიდი იმედს ამყარებს.