მანჩესტერ სიტი, კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“ჩუამენი ნახევარდაცვაში ითამაშებს“ - ანჩელოტი სიტისთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„არ იფიქროთ, რომ ეტიჰადზე გამარჯვებამ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოგვცა. ხვალ ძალიან რთული თამაში გველოდება. მსაჯები? არ ვიცი რა ხდება. არ გვესმის მათი ზოგიერთი გადაწყვეტილება. გუარდიოლას არ ვეთანხმები. მათი გასვლის შანსი ერთ პროცენტზე მეტია. ჩვენ მხოლოდ მცირე უპირატესობა გვაქვს.

ფეხბურთელები მატჩს ისე უნდა მიუდგნენ, თითქოს ანგარიში 0:0-ია ან 1:0. ცენტრალურ დაცვაში რუდიგერი და ასენსიო იდგებიან. ჩუამენი თავის პოზიციას დაუბრუნდება და ნახევარდაცვაში ითამაშებს. უნდა ვნახოთ როგორ გრძნობს თავს ვალვერდე. წინა მატჩში დისკომფორტი ჰქონდა. ვასკესმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მანჩესტერში გაიმართა და რეალმა 3:2 მოიგო. მომავალი მატჩი 19 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონა ვან დეიკის დამატებას არ აპირებს | Sport.es
ბარსელონა ვან დეიკის დამატებას არ აპირებს | Sport.es