უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ვაპირებ, ოქტაგონს ზაფხულში დავუბრუნდე“ - უმარ ნურმაგომედოვი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა იანვარში მერაბ დვალიშვილთან ჩხუბში დამარცხების შემდეგ საკუთარ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ყველაფერი რიგზეა. ეჭვი არ მეპარება, რომ უფრო ძლიერი დავბრუნდები. განგებას ყოველთვის ღიმილით ვხვდები.

ღმერთმა 18-ჯერ გამარჯვება მარგუნა და მხოლოდ ერთხელ გამომცადა მარცხით. ამაში დადებით მხარეს ვხედავ. ვაპირებ, ოქტაგონს ზაფხულში დავუბრუნდე“ - წერს ნურმაგომედოვი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვის პირველი მარცხი სწორედ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბში დაფიქსირდა, როდესაც „მანქანამ“ დაღესტნელი მებრძოლი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

აქვე გეტყვით, რომ მერაბ დვალიშვილთან ჩხუბში ნურმაგომედოვმა ხელის თითი მოიტეხა, რის გამოც სპორტულმა კომისიამ მას 6 თვით შეჯიბრებში მონაწილეობა აუკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამარჯვებას უმარი იმსახურებდა, ომალისთან რემატჩი კი სისულელეა“ - სეხუდომ მერაბზე ისაუბრა
„გამარჯვებას უმარი იმსახურებდა, ომალისთან რემატჩი კი სისულელეა“ - სეხუდომ მერაბზე ისაუბრა