ჟირუს სახლი გაქურდეს - წაღებულია ნახევარი მილიონის ღირებულების საათები
ლოს-ანჯელესში ოლივიე ჟირუს სახლი გაქურდეს. ინფორმაციას TMZ-ი ავრცელებს.
ფრანგი ფეხბურთელის ცოლმა მომხდარზე პოლიციას მას შემდეგ შეატყობინა, რაც სახლში ჩამსხვრეული მინა აღმოაჩინა.
როგორც გაირკვა, ბოროტმოქმედებმა ჟირუს 10-ზე მეტი საათი წაიღეს, რომელთა ღირებულება დაახლოებით 500 000 დოლარს შეადგენს.
ფრანგი ფეხბურთელი ლოს-ანჯელესი საცხოვრებლად 2024 წლის ივლისში გადავიდა.