ბარსელონა ვან დეიკის დამატებას არ აპირებს | Sport.es
„ბარსელონა“ „ლივერპულის“ კაპიტნის, ვირჯილ ვან დეიკის დამატებას იმ შემთხვევაშიც კი არ აპირებს, თუ ის მერსისაიდელებთან კონტრაქტს არ გააგრძელებს და თავისუფალი აგენტი გახდება. ამის შესახებ Sport.es-ი წერს.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „ბარსას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკომ, ნიდერლანდელი ფეხბურთელის გაფორმების იდეაზე უარი მისი ასაკის გამო თქვა - ვან დეიკი 33 წლისაა.
გარდა ამისა, დეკო მიიჩნევს, რომ ვირჯილი ჰანსი ფლიკის სათამაშო სტილში არ ჯდება.
როგორც გამოცემა წერს, ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე პრიორიტეტულ ვარიანტად გერმანელი 29 წლის ჯონათან ტა რჩება, რომელიც „ბაიერნში“ თამაშობს.
ვან დეიკს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ინგლისურმა გრანდმა ის 2018 წლის ზამთარში 84,5 მილიონ ევროდ იყიდა.
მას შემდეგ ნიდერლანდელმა „ლივერპულის“ შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე 304 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 13 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 28 მილიონი ევროა.