ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი
Aa
Aa

„უსამართლო გადაწყვეტილებაა“ - ჯოკოვიჩი სინერს გამოესარჩლა

ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ იანიკ სინერის 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასჯა კვლავ აქტუალური თემაა.

ამ საკითხზე ამჯერად ნოვაკ ჯოკოვიჩმა ილაპარაკა. სერბი ჩოგბურთელი მიიჩნევს, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა.

„როგორც ჩანს, შედეგზე გავლენა შეგიძლია იქონიო, თუ ტოპ მოთამაშე ხარ და საუკეთესო ადვოკატები გყავს. სინერი და შვიონტეკი უდანაშაულოები არიან, ეს დამტკიცებულია. გასახდელში რამდენიმე მოთამაშეს ველაპარაკე, არა მხოლოდ ბოლო დღეებში, არამედ წინა თვეებში. უმრავლესობა უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მიდიოდა მთელი ეს პროცესი. ეს უსამართლობაა და გადაწყვეტილებაც უსამართლოა. დადგა დრო, რომ სისტემა გადაიხედოს“, - თქვა ჯოკომ.

შეგახსენებთ, რომ იტალიელმა დოპინგ ტესტი 2024 წლის 10 მარტს, „ინდიან უელსის“ მასტერსზე ჩააგდო. იანიკმა კონკრეტულ კლოსტებოლზე ჩატარებული დოპინგ ტესტი ვერ გაიარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კაცურად მოიქეცი და გუნდს ნუ აბრალებ“ - გულშემატკივრები სინერს აკრიტიკებენ
„კაცურად მოიქეცი და გუნდს ნუ აბრალებ“ - გულშემატკივრები სინერს აკრიტიკებენ