ლაშა გურული
Aa
Aa

დებიუტი პროფესიონალურ კრივში - გურულის მეტოქე გაირკვა

ლაშა გურულის პირველი მეტოქე პროფესიონალურ კრივში ცნობილია. 28 წლის ქართველი სპორტსმენი 15 მარტს, თავის მშობლიური ქალაქის რუსთავის სპორტის სასახლეში განელ მოკრივეს ბერნარდ აბეის დაუპირისპირდება, რომელსაც კარიერის განმავლობაში ჩატარებული ხუთი ბრძოლიდან ხუთივე მოგებული აქვს.

გურულმა პროფესიონალურ კონტრაქტს ხელი 2024 წლის ნოემბერში მოაწერა და მისი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონობაა. თუმცა, პარალელურად ოლიმპიურ კრივშიც გეგმავს დარჩენას და წელიწადში ერთ მნიშვნელოვან ტურნირზე იასპარეზებს, რაც 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის კარგად მომზადების საშუალებას მისცემს. წელს გურული სამოყვარულო კრივში მსოფლიოს პირველობაზე გამოვა, 2026-ში ევროპაზე, 2027-ში კი ისევ მსოფლიოზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა გურულმა საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა და 24-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ზაფხულის ოლიმპიადაზე კრივში მედალი მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტაისონ ფიურიმ კარიერა დაასრულა
ტაისონ ფიურიმ კარიერა დაასრულა