„კარგად ესმის, რომ უფრო მეტი უნდა იშრომოს“ - L'Equipe-ის სტატია ხვიჩაზე
გავლენიანი ფრანგული გამოცემა, L'Equipe ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ქართველი შემტევის პსჟ-ში ადაპტაციას განიხილავს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 24 წლის შემტევს პარიზულ გუნდთან ინტეგრაცია ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, რის გამოც, თავის შესაძლებლობების დიდ ნაწილს ვერ ავლენს.
რა წერია სტატიაში:
ხვიჩა კვარაცხელია პარიზულ გუნდში ყველა სირთულეს აცნობიერებს. მისი ჩამოსვლის შემდეგ, ბრედლი ბარკოლამ ახალი დონე აღმოაჩინა, რაც კვარაცხელიას სიმშვიდის შენარჩუნებაში ნამდვილად არ ეხმარება. თუმცა, მან კარგად იცის, რომ ლუის ენრიკეს სასტარტო თერთმეტეულში ადგილის დამკვიდრება შეუძლია და მზადაა ამისთვის ყველაფერი გაიღოს. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდება, რათა ესპანელი მწვრთნელის ფილოსოფიას სრულად მოერგოს, ის ხომ აქ მხოლოდ ერთი თვის წინ ჩამოვიდა.
სადებიუტო მატჩში, მან მშვენივრად წარმოაჩინა თავი და სადებიუტო საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა, ეს არ არის ის, რასაც მისგან ელიან. ეს თავადაც კარგად ესმის. ამიტომ, ნაპოლის ყოფილ ფეხბურთელს უფრო მეტი შრომა მოუწევს, რათა ძლიერი კონკურენციის დაძლევა შეძლოს. მისი ნიჭი უდავოა, რომ უმაღლეს დონეზეა, ეს განვლილ შეხვედრებშიც დაამტკიცა. მისი განსაკუთრებული ტექნიკისა და სწორი თამაშის წყალობით, უკვე შეძლო მეტოქე გუნდის კარის ბადეების შერხევა.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა და თავი 1-1 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ქართველი შემტევის გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, ოთხშაბათს „ბრესტის“ წინააღმდეგ გამართავს.