როდრიგო
Aa
Aa

როდრიგო: ყოველი დღე, რომელსაც რეალში ვატარებ - ახდენილი ოცნებაა

როდრიგომ მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში 250 მატჩი ჩაატარა. ამრიგად, ის მე-5 ბრაზილიელია კლუბის ისტორიაში, რომელსაც მსგავსი მაჩვენებელი აქვს.

24 წლის ნახევარმცველმა თქვა, რომ ეს მიღწევა მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

„ყოველი დღე, რომელსაც „რეალში“ ვატარებ - ახდენილი ოცნებაა, ამიტომაც ეს მაჩვენებელი ჩემთვის ემოციურია. მინდა, იმავენაირად განვაგრძო კიდევ ბევრი წელი და მინდა ამ მაისურით წარმატებებს მივაღწიო. „რეალში“ ყველაფრის მოგების მიზნით გადავედი, მაგრამ ვერც კი წარმოდგენილიყო, რომ ამდენს და ასე სწრაფად მოვიგებდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემპიონთა ლიგას 2-ჯერ მოვიგებდი“, - თქვა როდრიგომ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი „რეალში“ 2019 წლიდან თამაშობს. მან კარიერა „სანტოსში“ დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოლ რობინსონი: „კელეჰერი მამარდაშვილთან ახლოსაც ვერ მივა“
პოლ რობინსონი: „კელეჰერი მამარდაშვილთან ახლოსაც ვერ მივა“