ქეცბაია შოტლანდიაში გამოირიცხა - მაზერუელმა გერმანელი მწვრთნელი დანიშნა
ბოლო პერიოდში, ბრიტანულ და კვიპროსულ მედიაში აქტიურად იწერებოდა თემურ ქეცბაიას შოტლანდიურ „მაზერუელში“ შესაძლო დანიშვნის შესახებ, თუმცა, კლუბმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად მიხაელ ვიმერის დანიშვნის შესახებ.
A new era.
— Motherwell FC (@MotherwellFC) February 17, 2025
Michael Wimmer is the new manager of Motherwell Football Club.
შესაბამისად, ქართველი სპეციალისტის შოტლანდიაში დაბრუნების ალბათობა, ამ ეტაპზე გამოირიცხა. თემურ ქეცბაიამ ცოტა ხნის წინ, კვიპროსულ მედიასთან განაცხადა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას მალე დაუბრუნდება და უახლოეს დღეებში განახლებული ინფორმაციაც გავრცელდება.
შოტლანდიური „მაზერუელის“ გარდა, ქეცბაიას სახელს ქუთაისის „ტორპედოსაც“ უკავშირებდნენ, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ხელმძღვანელებმა გერმანელი დირკ შუსტერის კანდიდატურა არჩიეს.
შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაია ბოლოს კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და გუნდი გასულ წელს დატოვა.