ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ფიქრობს, რომ შეუჩერებელია? დავუმტკიცებ, რომ ცდება!“ - ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ თავის პოდკასტში მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ილია თოფურიასთან რემატჩი შედგება.

რას ამბობს ვოლკანოვსკი:

„იმედია, ბრძოლის ჩანიშვნის შესახებ მალე გამოცხადდება. ჩხუბისთვის მომზადება უკვე დავიწყე. ახლაც ბანაკში ვარ“.

„ილია ფიქრობს, რომ შეუჩერებელია? რა თქმა უნდა, ის ამას იფიქრებს და ამის სრული უფლება აქვს. მან ზედიზედ ორი გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა და თან, მე და მაქსი დაგვამარცხა. ბუნებრივია, ის თავს შეუჩერებლად იგრძნობს. ის დაუმარცხებელია, რაც ამაში ხელსაც უწყობს. ის ამას მანამდე იფიქრებს, სანამ მე არ შემხვდება და არ ვაჩვენებ, რომ ცდება“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი გასული წლის თებერვალში, ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა, რომელიც ოქტომბერში, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს.

გასულ კვირას, ილია თოფურიამ განაცხადა, რომ გულშემატკივარი ახალი ბრძოლის შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაიგებს. მედიაში აქტიურად მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ UFC „მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის რემატჩზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას მერაბის დამარცხება შეუძლია“ - სეხუდოს ახალი ვარიანტი
„მას მერაბის დამარცხება შეუძლია“ - სეხუდოს ახალი ვარიანტი