დურანტი მარკოიშვილთან - ფინიქსის ლიდერის სენსაციური განცხადება
სან ფრანცისკოში ახალი ფორმატით ჩატარებული NBA-ს ALL Star-ის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგაც სპორტული მედიის წარმომადგენლები უზომოდ დაკავებულები იყვნენ და სხვადასხვა გუნდების ლიდერებთან საინტერესო ინტერვიუებს წერდნენ. რა თქმა უნდა, შეკითხვების ძირითადი აზრი მათი კლუბების წლევანდელი ასპარეზობის შეფასება იყო, თუმცა რამდენიმე მათგანს ევროლიგასთან დაკავშირებითაც გაეუსაბრნენ და ამ მხრივ ყველაზე საინტერესო რესპოდენტი „ფინიქსის“ ვარსკვლავი კევინ დურანტი აღმოჩნდა.
რას ამბობს დურანტი
ამჟამად „ფინიქსის“ კალათბურთელი ვარ და ამ კლუბის ერთგული ვრჩები, მაგრამ მომავალში რა იქნება, არავინ იცის. ევროლიგის მატჩებს საკმაოდ ხშირად ვუყურებ და ამ ტურნირზე დადებითი წარმოდგენა მაქვს. არჩევანზე თუ მიდგება საქმე, ვიტყვი, რომ „ბარსელონა“ იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუმცა ცუდი გუნდი არც „მონაკო“ არ არის.
შეგახსენებთ, რომ „მონაკოში“ ბერძენი მთავარი მწვრთნელის, ვასილიოს სპანულისის ასისტენტად ქართველი სპეციალისტი მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს და დურანტის განცხადებიდან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, NBA-ს ერთ-ერთმა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა უახლოეს პერიოდში მარკოიშვილის ხელმძღვანელობით ითამაშოს.