ნეიმარი, სანტოსი
Aa
Aa

„სანტოსი სიხარულის ხელახლა განცდაში მეხმარება“ - ნეიმარი პირველი გოლის შემდეგ

ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის თქმით, მისი მშობლიური კლუბი „სანტოსი“, სადაც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სიხარულის ხელახლა განცდაში ეხმარება.

33 წლის ფეხბურთელმა „აგუა სანტასთან“ მატჩში პირველი გოლი გაიტანა - მან პენალტი წარმატებულად შეასრულა, რის შემდეგაც თავის ემოციებზე ილაპარაკა. შეხვედრა „სანტოსის“ გამარჯვებით - 3:1 დასრულდა.

„ბედნიერი ვარ, რომ ისევ ვთამაშობ. ვგრძნობ, რომ ვპროგრესირებ. ფაქტია, რომ ფიზიკურად 100%-ით მზად არ ვარ, ეს ჩემი მეოთხე თამაშია, მაგრამ მე უფრო და უფრო უკეთესი ვხდები. ძალიან მინდოდა გოლი გამეტანა და ის ჩემი ფანებისა და ოჯახისთვის მიმეძღვნა“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ „სანტოსი“ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა 2013 წელს დატოვა და „ბარსელონაში“ გადაბარგდა, სადაც საკლუბო კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწია.

ნეიმარი ბოლოს „ალ-ჰილალში“ თამაშობდა, სადაც ის 2003 წლიდან თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ გოლებს ნამდვილად იმსახურებდა“ - ფონსეკამ მიქაუტაძე შეაქო
„ამ გოლებს ნამდვილად იმსახურებდა“ - ფონსეკამ მიქაუტაძე შეაქო