კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

სინერმა ალკარასს აჯობა - ესპანელი იანიკის დისკვალიფიკაციაზე

იანიკ სინერმა ჩოგბურთის საერთაშორისო რეიტინგში ლიდერის პოზიციაზე 37-ე კვირა დაიწყო, რითაც ესპანელ კარლოს ალკარასს გადაასწრო და ამ მხრივ სპორტის ამ სახეობის ისტორიაში რიგით მე-16 მაჩვენებელი აქვს. მართალია 23 წლის იტალიელი ანტისადოპინგო სააგენტომ 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, მაგრამ დიდი სლემის ტურნირს არ ტოვებს და მხოლოდ მაიამის, მონტე-კარლოსა და მადრიდის შეჯიბრებები გაუცდება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მეორე ადგილზე ალექსანდრ ზვერევს 31 195 ქულით უსწრებს, წამყვანი პოზიციის დაკარგვა სინერს ნაკლებად ემუქრება.

აპენინელის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ალკარასს სთხოვეს, რაზეც მან განაცხადა, რომ სინერის არყოფნა მის ასპარეზობაში ვერანაირ კორექტივებს ვერ შეიტანს, რადგან საკუთარი გეგმით მიდის და მთავარი კონკურენტი რომც არ დაესაჯა, მისთვის ყოველთვის ყველა შეჯიბრებაში მთავარი მიზანი ჩემპიონობაა. გარდა ამისა, 21 წლის ესპანელის განცხადებით, ის მაქსიმალურად შეეცდება, რომ 2025 წელს დარჩენილი სამი დიდი სლემის ტურნირიდან ერთ-ერთი მაინც ჩემპიონობით დაასრულოს.

ცნობისათვის ალკარასს 2-ჯერ უიმბლდონი (2023, 2024), თითოჯერ როლან გაროსი (2024) და ამერიკის ღია პირველობა (2022) აქვს მოგებული. სინერმა კი 2-ჯერ ავსტრალიის (2024, 2025), ერთხელ კი ამერიკის ღია პირველობაზე გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კაცურად მოიქეცი და გუნდს ნუ აბრალებ“ - გულშემატკივრები სინერს აკრიტიკებენ
„კაცურად მოიქეცი და გუნდს ნუ აბრალებ“ - გულშემატკივრები სინერს აკრიტიკებენ