არიგო საკი შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
არიგო საკიმ განაცხადა, რომ ის შესაძლოა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს.
ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი ბოლოს, 2001 წელს „პარმას“ წვრთნიდა და მას შემდეგ მწვრთნელად აღარ უმუშავია.
„ვფიქრობ სამუშაოს დავუბრუნდე ან იტალიაში ან საზღვარგარეთ. რამდენიმე ვარიანტი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, შევძლებ თუ არა იტალიაში მუშაობას. მე ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. ერთი უარყოფითი მხარე მაქვს - ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, ზოგჯერ კი მიწევს ის ვთქვა, მე რას ვფიქრობ ჩვენზე. მიმიწვიეს მაგალითად, ბრაზილიაში, არგენტინაში, ესპანეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში“ - თქვა 78 წლის იტალიელმა.
შეგახსენებთ, რომ საკი სხვადასხვა დროს „მილანის“, „ფიორენტინას“ და იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.