ჯონ ვანტ სხიპი
Aa
Aa

საქართველოსთან მატჩის წინ - სომხეთის ნაკრები მიქაუტაძის ყოფილ მწვრთნელს ჩააბარეს

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი აუტში საქართველოს ნაკრების მეტოქის, სომხეთის ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. ჩვენი მეზობლების ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა თავისი ქვეყნის უპირველესი გუნდი 61 წლის ნიდერლანდელ სპეციალისტს, ჯონ ვან’ტ სხიპს ჩააბარეს, რომელთანაც კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა და ხელშეკრულება ძალაში 2025 წლის 1 მარტიდან შევა.

ფეხბურთელობის პერიოდში მან ყველაზე დიდ წარმატებას სანაკრებო დონეზე მიაღწია, როდესაც 1988 წელს ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, „აიაქსის“ შემადგენლობაში ასპარეზობისას, 4-ჯერ ერედივიზიონი, 3-ჯერ ქვეყნის თასი, თითოჯერ კი თასების მფლობელთა თასი და უეფას თასი მოიგო.

რაც შეეხება მის სამწვრთნელო მოღვაწეობას, „აიაქსში“, „ტვენტეში“, „მელბურნ ჰარტში“, „გვადალახარაში“, „ცვოლესა“ და საბერძნეთის ნაკრებში უმუშავია. აღსანიშნავია, რომ მასთან გიორგი მიქაუტაძეს შეიძლება ითქვას, რომ პირადი ანგარიშები აქვს, რადგან მისი ამსტერდამულ გრანდში ასპარეზობის დროს, „აიაქსს“ გარკვეული პერიოდი სწორედ ვან’ტ სხიპი ამზადებდა და თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევდა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის უეფას ერთა ლიგის პლეი აუტის პირველი მატჩი 20 მარტს ერევანში, საპასუხო კი 23 მარტს თბილისში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფუძვლიანი შეტევა პსჟ-ს პრეზიდენტზე - საფრანგეთში ალ-ხელაიფის ავიწროებენ
საფუძვლიანი შეტევა პსჟ-ს პრეზიდენტზე - საფრანგეთში ალ-ხელაიფის ავიწროებენ