გურამ თუშიშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ილია სულამანიძე, ვაჟა მარგველაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე, გიორგი სარდალაშვილი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

IJF-ის განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზე არიან ქართველი ჯუდოკები

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) თებერვლის თვის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ჯუდოკების პოზიციებიც ირკვევა.

რეიტინგს -60 კგ. წონით კატეგორიას პირველი ადგილით გიორგი სარდალაშვილი ხსნის. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონმა 2024 წელი პირველ პოზიციაზე დაასრულა და წლის პირველ რეიტინგშიც უმაღლეს საფეხურს იკავებს. სარდალაშვილს 5042 ქულა აქვს და მეორეადგილოსან იაპონელ რიუჯუ ნაგაიამას თითქმის 300 ქულით უსწრებს.

-66 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ლიდერი და ტოკიო 2020-ის ვიცე-ჩემპიონი, ვაჟა მარგველაშვილი თავისი წონის რეიტინგში მე-8 პოზიციაზე იმყოფება. 2024 წლის ბოლო რეიტინგში მარგველაშვილი მე-7 საფეხურზე იყო, შესაბამისად, განახლებულ რეიტინგში ის ერთი პოზიციით დაქვეითდა.

სამწუხაროდ, -73 კგ. წონითი კატეგორია ერთადერთია, სადაც ათეულში საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს. ლეგენდარული ჯუდოკა, ლაშა შავდათუაშვილი 2501 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება.

-81 კგ წონით კატეგორიას 5935 ქულით ტატო გრიგალაშვილი ლიდერობს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მეორეადგილოსან მატიას კასეს 247 ქულით უსწრებს.

-90 კგ. წონაში ლიდერობა დაკარგა ლაშა ბექაურმა. პარიზისა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული მეორე პოზიციაზე დაქვეითდა, პირველ ადგილზე კი სანშირო მურაო აღზევდა, რომელსაც ბექაურმა პარიზის ოლიმპიადის ფინალი მოუგო. ამავე წონაში, მე-4 ადგილზე იმყოფება კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. საგულისხმოა, რომ მაისურაძე 2024 წლის ბოლოს მე-12 პოზიციაზე იმყოფებოდა.

-100 კგ. - ბექაურის მსგავსად, წონის ლიდერობა დაკარგა ილია სულამანიძემაც. პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი განახლებულ რეიტინგში მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

+100 კგ. - სამწუხაროდ, გურამ თუშიშვილს ზაფხულამდე დისკვალიფიკაცია ექნება და საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის მიუხედავად, ქართველი ფალავანი მსოფლიო რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებს. წონის მეორე ნომერი, საბა ინანეიშვილი მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზე იმყოფება.

2025 წელს არაერთი პრესტიჟული ტურნირი გაიმართება, მათ შორის თბილისშიც. 21-23 მარტს ჩვენი დედაქალაქი ტრადიციულ გრანდ სლემს უმასპინძლებს. რაც შეეხება დიდ ტურნირებს, 23-27 აპრილს მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა ევროპირველობას უმასპინძლებს, 13-20 ივნისს კი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ისლამს ჩემი ეშინია და ბრძოლას თავი აარიდა | თოფურიამ მახაჩევზე ისაუბრა
ისლამს ჩემი ეშინია და ბრძოლას თავი აარიდა | თოფურიამ მახაჩევზე ისაუბრა