სტეფ კარი, ჯეისონ ტეიტუმი, შაკილ ონილი
Aa
Aa

სტეფ კარი MVP გახდა | NBA-ს All-Star-ი შაკილ ონილის გუნდმა მოიგო

NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, მინი-ტურნირის სახე მიიღო, რომელიც შაკილ ონილის გუნდმა მოიგო.

ნახევარფინალურ სტადიაზე ჩარლს ბარკლის გუნდმა კენი სმითის გუნდი 41:32 დაამარცხა, შაკილ ონილის გუნდმა ტალანტების გუნდს 7 ქულით აჯობა - 42:35. ფინალში შაკის გუნდმა ჩარლს ბარკლის გუნდი 41:25 დაამარცხა. ფინალში ჯეისონ ტეიტუმი ბრწყინვალე იყო, 15 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო და გადამწყვეტი ჩატენვაც მის ანგარიშზეა.

შაკილ ონილის გუნდი: კარი (12), ტეიტუმი (15), ჰარდენი (3), დურანტი, ლილარდი, ირვინგი (7), ბრაუნი (4)

ჩარლს ბარკლის გუნდი: გილჯეს-ალექსანდერი (4), სიაკამი, ვემბანიამა (11), იანგი, შენგიუნი, მიტჩელი, თაუნსი (8), იოკიჩი (2)


მინი-ტურნირისა და ოლ სტარის MVP სტეფ კარი გახდა. მთლიანად ტურნირზე 20 ქულა ჩააგდო, 10 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი შეასრულა. სტეფს კობი ბრაიანტის სახელობის MVP-ის თასი გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები