გიორგი ჩიტაური
Aa
Aa

კობახიძის ეფექტური გოლი | ჩიტაურის გუნდი B ლიგისთვის ემზადება

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კვიპროსთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

პირველი მატჩი 1:1 დასრულდა, ანგარიში გიორგი კობახიძემ ეფექტური დარტყმით გახსნა.

მეორე შეხვედრა კვიპროსმა 3:1 მოიგო. ორივე მატჩი კვიპროსზე გაიმართა.

როგორც ნაკრების ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, 17-წლამდე ნაკრები მარტში 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის B ლიგაში ითამაშებს, სადაც 2008 წელს და შემდეგომ წლებში დაბადებულთა გუნდი ლიეტუვას და ყაზახეთს შეხვდება. რეიტინგული შინაარსის მქონე ტურნირს ყაზახეთი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები