ნიკ კირიოსი, იანიკ სინერი
Aa
Aa

ასე უცბად რა მოილაპარაკეს - კირიოსს სინერის სასჯელის არ სჯერა

ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ იანიკ სინერის 3-თვიანი დისკვალიფიკაციით დასჯამ საჩოგბურთო სამყაროში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. კომენტარი ლამის ყველამ გააკეთა, ვინც ამ საქმესთან დაკავშირებით კომპეტენტური იყო და ბუნებრივია, მათ რიგებს არც ნიკ კირიოსი ჩამორჩა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ მსოფლიო რეიტინგის იტალიელი ლიდერი გაეკრიტიკებინა. ამჯერად ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა WADA-ს მიერ გამოტანილ ვერდიქტს სოციალურ ქსელში სტატუსი მიუძღვნა, სადაც სინერს პირდაპირ დასცინოდა.

რას წერს კირიოსი

სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ ეს ბიჭი რომ უდანაშაულო იყო, ლამის ყველა დაგვაჯერეს და ასე უცბად რა მოხდა? ასე უცბად რა მოილაპარაკეთ? მოგვიყევით ორივე მხარემ, როგორ ხდება ეს ყველაფერი და რამდენად ადვილია ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. ღმერთო ჩემო, ნუთუ დიდი სლემის ჩემპიონებსაც სჯიან? არ მინდა იმის დაჯერება, რომ ეს ცხოვრება ნამდვილ აბსურდად გადაიქცა.

ცნობისათვის, სინერს მოვლენათა ამგვარი განვითარება გარკვეულწილად ხელს აძლევდა, რადგან ამ დისკვალიფიკაციაზე დათანხმებით, ის 16-17 აპრილს ჩანიშნულ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს სხდომას გადაურჩა, რომელსაც შესაძლოა იტალიელი ჩოგბურთელი უფრო ხანგრძლივი და მძიმე სანქციებით დაესაჯა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კაცურად მოიქეცი და გუნდს ნუ აბრალებ“ - გულშემატკივრები სინერს აკრიტიკებენ
„კაცურად მოიქეცი და გუნდს ნუ აბრალებ“ - გულშემატკივრები სინერს აკრიტიკებენ