ჰაიდენჰაიმის ზედიზედ მე-5 მარცხი - ბუდუმ შეუცვლელად ითამაშა
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „მაინცს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
ბუდუ ზივზივაძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია და ახალ გუნდში სადებიუტო გოლის გატანა კიდევ ვერ მოახერხა.
„მაინცმა“ ანგარიში 29-ე წუთზე, ბურკარდტის გოლით გახსნა, 49-ე წუთზე კი ვეიპერმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
„ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგაში გამარჯვება ზედიზედ მე-6 შეხვედრაში ვერ შეძლო. ბუდუს გუნდმა ბოლოს „უნიონ ბერლინი“ დაამარცხა და საგულისხმოა, რომ ეს ზივზივაძის სადებიუტო მატჩში მოხდა, სადაც ქართველმა შემტევმა საგოლე გადაცემა შეასრულა. „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნი ზონის მიღმა მყოფ „ჰოფენჰაიმს“ უკვე 7 ქულით ჩამორჩება. ამ მოცემულობით, ბუდუს გუნდი ბუნდესლიგაში დასარჩენ საპლეიოფო სონაში იმყოფება.
ქართველი შემტევის გუნდი მომდევნო ტურში „ლაიპციგს“ ესტუმრება. მატჩი 23 თებერვალს, საქართველოს დროით 18:30 საათზე გაიმართება.