„ამ გოლებს ნამდვილად იმსახურებდა“ - ფონსეკამ მიქაუტაძე შეაქო
„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ „მონპელიესთსან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის შედეგიანი თამაშის გამო ბედნიერია.
რას ამბობს ფონსეკა:
„მიქაუტაძის და ლაკაზეტის გოლები? მათი თამაში საკმაოდ პოზიტიურია, ისინი აქ გოლის გასატანად არიან. ძალიან ბედნიერი ვარ გიორგის გამო. იმის გარდა, რომ გოლი გაიტანა, ბოლო ორ თამაშში დაცვაში ძალიან ბევრი იმუშავა. გოლის გატანას ნამდვილად იმსახურებდა. ლაკაზეტზეც იმავეს ვიტყვი. რაც გუნდში ვარ, მან მხოლოდ ორი ვარჯიში ჩაატარა და ამის მიუხედავად, გოლის გატანა მაინც მოახერხა. მათ შორის კონკურენცია? ჩემთვის ეს კარგია, რადგან ამ ორ მოთამაშეს შორის რთულია ერთ-ერთი აირჩიო“.
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ლიონის მაისურით 22-ე მატჩი ჩაატარა და მე-6 გოლი გაიტანა. ამასთან, ქართველმა შემტევმა ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა, ყველა ტურნირზე კი 10 გოლი დაუგროვდა.
22 ტურის შემდეგ „ლიონი“ ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-5 პოზიციაზე აღზევდა და „ლილს“, რომელსაც 22-ე ტურში თავისი შეხვედრა ჯერ არ გაუმართავს, 1 ქულით გაუსწრო. პაულო ფონსეკას გუნდი მომდევნო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს დაუპირისპირდება. მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.