ლევანტე, ვილი სანიოლი, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

სანიოლი ქოჩორაშვილის თამაშს დაესწრო - ლევანტემ ზედიზედ მესამედ ვერ მოიგო

ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ საკუთარ მოედანზე ხიხონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

ტრავმის მოშუშების შემდეგ, ქართველი ნახევარმცველი ვალენსიელთა სასტარტოში პირველად გამოჩნდა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. იმის მიუხედავად, რომ მისმა გუნდმა ვერ მოიგო, ქოჩორაშვილმა ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

გიორგი ქოჩორაშვილი დღევანდელ შეხვედრაში ბურთს 97-ჯერ შეეხო, 74-დან 64 ზუსტი პასი ჰქონდა, 12-დან 8 ზუსტი გადაცემა შეასრულა, აქედან სამჯერ კი საკვანძო. კარის მიმართულებით ერთხელ დაარტყა, 3-დან 2 ზუსტი დრიბლინგი ჰქონდა, 7-დან 3 პოზიციური დუელი მოიგო და ერთიდან ერთი საჰაერო. სახიფათო სიტუაცია კი ერთხელ განმუხტა. ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა Sofascore-მა მისი თამაში 7.7 ქულით შეაფასა.

საგულისხმოა, რომ გიორგი ქოჩორაშვილის დღევანდელ შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაცია „ლევანტეს“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

27 ტურის შემდეგ „ლევანტე“ 44 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ქოჩორაშვილის გუნდმა ლა ლიგა 2-ში ზედიზედ მესამე შეხვედრა ვერ მოიგო და ლიდერ „მირანდესს“ 4 ქულით ჩამორჩა. რაც შეეხება ქოჩორაშვილს, ქართველმა ნახევარმცველმა ლა ლიგა 2-ში 21-ე შეხვედრა ჩაატარა და თავი 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

„ლევანტე“ მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „მირანდესს“ დაუპირისპირდება. მატჩი 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები