დავით ნინიაშვილი, აკაკი ტაბუცაძე
Aa
Aa

ბორჯღალოსნების 22-ე გამარჯვება ესპანეთთან | პირველი ადგილი განაღდებულია

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში ესპანეთი შინ საქართველოსთან 32:62 დამარცხდა. „ბორჯღალოსნებმა'' ესპანელები ისტორიაში 22-ედ დაამარცხეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1 ან 2 მარტს თასის ნახევარფინალში, ბ ჯგუფის მეორეადგილოსანთან მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს.

„ბორჯღალოსნებს’’ დავით ნინიაშვილმა უკაპიტნა, ნაკრების ისტორიაში 36-ე კაპიტანია. ასევე უნდა ითქვას, რომ მან დღეს მგეზავის პოზიციაზე ითამაშა.

ანგარიში მე-4 წუთზე ილია სპანდერაშვილმა გახსნა, ლელო დადო, ნინიაშვილმა გარდასახვა არაზუსტად დაარტყა. მალევე, მე-9 წუთზე არისეტას ლელოს ვინუესას ზუსტი გარდასახვა მოჰყვა, ესპანეთი წინ გავიდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთით.

მე-14 წუთზე ვასილ ლობჟანიძემ ლელო დადო, მე-17 წუთზე აკაკი ტაბუცაძემ შესანიშნავად იმოქმედა და ნაკრებში 45-ე ლელო დააფიქსირა. აღნიშნული ორი ლელოს დადების შემდეგ ნინიაშვილმა გარდასახვები ვერ გამოიყენა. მოკლედ, ნინიაშვილის მხრიდან გარდასახვის ზუსტად შესრულების სამი მცდელობა წარუმატებელი იყო. მეორე ტაიმში ეს საქმე სხვა მორაგბეებმა შეასრულეს.

საბოლოოდ, „ბორჯღალოსნებმა’’ ტაიმი დამაჯერებლად, 13:34 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტაბუცაძემ ნაკრებში 46-ე ლელო დადო და მსოფლიოს საუკეთესო 10 მელელოვეს შორის შევიდა.

მეორე ნახევარში „ბორჯღალოსნების'' მხრიდან ლელოები ტაბუცაძემ, ნინიაშვილმა (2) და ქვათაძემ დადეს. რაც შეეხება გარდასახვებს, სამი გარდასახვა პაპიძემ ზუსტად შეასრულა, ერთი გარდასახვა პაპუნაშვილის ანგარიშზეა.

ასევე გეტყვით, რომ ქვათაძემ ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო ლელო დადო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბორჯღალოსნები | ოფიციალურად - მეშვიდედ მსოფლიო თასზე და რეიტინგში უელსზე მაღლა
ბორჯღალოსნები | ოფიციალურად - მეშვიდედ მსოფლიო თასზე და რეიტინგში უელსზე მაღლა