„მას მერაბის დამარცხება შეუძლია“ - სეხუდოს ახალი ვარიანტი
სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლები უპირობო ლიდერისა და ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის დამარცხებით სრულიად უსაფუძვლოდ ხან თავად იმუქრებიან, ხან კი სხვა სპორტსმენების სახით გამოძებნიან ვარიანტებს და საჯაროდ აცხადებენ, რომ ქართველი „მანქანის“ ძლევა სრულიად შესაძლებელია. ზუსტად ასე მოიქცა ჰენრი სეხუდო, რომელმაც ორიოდე დღის წინ ჯერ თავად განაცხადა, რომ დვალიშვილთან რემატჩზე უარს არ იტყოდა, ახლა კი დაასახელა ის მებრძოლი, ვისაც მერაბთან მოგება შეუძლია.
რას ამბობს სეხუდო
სენდჰეგენს დვალიშვილის დაჩოქება პოტენციურად ნამდვილად შეუძლია. მისი ლეტალური მუხლი, რომლის დემონსტრირებაც ფრენკ ედგართან ბრძოლაში მოახდინა, პრობლემებს კიდევ ბევრ მეტოქეს შეუქმნის. გარდა ამისა, კორის არსენალში არის კიდევ ბევრი საბრძოლო ხერხი და მისი გამოყენების შემთხვევაში, მერაბს იოლი ცხოვრება ნამდვილად არ ექნება. ასე რომ, მათი ორთაბრძოლის ჩანიშვნას საკმაოდ დიდი აზრი აქვს.
შეგახსენებთ, რომ სეხუდო და დვალიშვილი ერთმანეთს პირველად 2024 წლის 17 თებერვალს შეხვდნენ და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მერაბმა გაიმარჯვა. რაც შეეხება სენდჰეგენს, რომლითაც დვალიშვილს „აშინებენ“, ცოტა ხნის წინ უმარ ნურმაგომედოვთან წააგო, რომელმაც დიდი მუქარების მიუხედავად, მერაბს საჩემპიონო ქამარი ვერ წაართვა.