ვენსან კომპანი
Aa
Aa

“გამარჯვებას ვიმსახურებდით“ - კომპანი ლევერკუზენთან მატჩის შემდეგ

ბუნდესლიგის მორიგ ტურში მიუნხენის ბაიერნი საშინელი მატჩი ჩაატარა. რეკორდმაისტერი ლევერკუზენს ესტუმრა და კარში ზუსტად ერთხელაც კი ვერ დაარტყა. კარის მიმართულებით კი მხოლოდ 2-ჯერ. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, მიუნხენური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კომპანი:

„ერთი ქულა ავიღეთ და ახლა 8 ქულით წინ ვართ. ამ თამაშში კი ბევრი ვიბრძოლეთ. სეზონის პირველ ნახევარში ძალიან დომინანტურად ვთამაშობდით. რეალურად, გამარჯვებას ვიმსახურებდით. დღეს კიდევ ერთი დიდი ბრძოლა იყო, მაგრამ ჩვენ ერთი ქულა ავიღეთ და წინ ვიყურებით.

ლევერკუზენი უკან მოუხედავად გვიტევდა და ვაჩვენეთ, როგორ კარგად შეგვიძლია თავის დაცვა. რა თქმა უნდა, თქვენ ყოველთვის იდეალურად წარმოიდგენთ ბაიერნის თამაშს და დღეს ასე არ იყო, მაგრამ ბიჭები მაინც იბრძოდნენ და ბევრი ირბინეს. ამ სეზონში ბევრი გოლი გავიტანეთ. სამწუხაროდ დღეს ეს ვერ გავაკეთეთ.“

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს ლევერკუზენში დანიშვნის შემდეგ, ბაიერნთან წაგება არ აქვს. აღნიშნულ დაპირისპირებაში ფარმაცევტებმა რეკორდმაისტერს კარში ზუსტად 3-ჯერ დაურტყეს, ხოლო კარის მიმართულებით 15-ჯერ.

ამ მომენტისთვის, ვენსან კომპანის გუნდი ბუნდესლიგას 55 ქულით ლიდერობს, ხოლო მეორე პოზიციაზე მყოფ ლევერკუზენს 47 ქულა აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ დაუმარცხებელია? ეს არ მაინტერესებს, მიზანი ჩემპიონობაა“ - ლუის ენრიკე
„პსჟ დაუმარცხებელია? ეს არ მაინტერესებს, მიზანი ჩემპიონობაა“ - ლუის ენრიკე