ახალი ისტორია დაწერა - ედერსონის უნიკალური მიღწევა პრემიერ ლიგაში
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში მანჩესტერ სიტიმ ნიუკასლს უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. აღნიშნულ დაპირისპირებაში ორი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.
ახალწვეულმა მარმუშმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო ედერსონ მორაეში პრემიერ ლიგის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა.
ბრაზილიელმა კარის დარაჯმა მე-19 წუთზე ომარ მარმუშს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ეს კი სიტის შემადგენლობაში, მისთვის რიგით მე-6 საგოლე პასი იყო.
პრემიერ ლიგის ისტორიაში ეს აბსოლუტური რეკორდია. ამდენი საგოლე პასი სხვა არცერთ მეკარეს არ გაუკეთებია. ედერსონმა პოლ რობინსონის შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც 5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა გაკეთებული.
ცნობისთვის, 4-4 საგოლე გადაცემით მესამე/მეოთხე პოზიციას დევიდ სიმენი და პეპე რეინა იყოფენ.
 
 
შეგახსენებთ, რომ ნიუკასლის დამარცხების შემდეგ, მანჩესტერ სიტის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინში მადრიდის რეალთან სტუმრად განმეორებითი მატჩი ელოდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ეტიჰადზე გაიმართა და სამეფო კლუბმა 3:2 მოიგო.