ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

ისლამს ჩემი ეშინია და ბრძოლას თავი აარიდა | თოფურიამ მახაჩევზე ისაუბრა

ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევმა მასთან ბრძოლას თავი აარიდა. ილიას აზრით, ისლამ მახაჩევს მასთან შეხვედრის ეშინია.

„ისლამი შეშინებულია, მას ჩემი ეშინია. თუ მართლა ასეთი მარტივია და მართლა ასეთი პატარა ვარ, ჩემთან ოქტაგონს გაიყოფდა ხო? არ არსებობს მიზეზი რატომაც ოქტაგონს არ გაიყოფდა’’ - უთხრა ილიამ ესპანურ გამოცემა MARCA-ს.

შემდეგი კითხვა ასეთი იყო: „მახაჩევს ნურმაგომედოვმა ურჩია ბრძოლაზე თავის არიდება?’’

ილიას პასუხი: „უჰ... დარწმუნებული ვარ. ხაბიბი კარგი მრჩეველია''.

ილიამ ასევე თქვა, რომ მისი სურვილი წონის შეცვლაა, ამჟამად ქვემსუბუქ წონით კატეგორიაშია და მსუბუქ წონით კატეგორიაში გადასვლას გეგმავს.

ასევე გეტყვით, რომ ილიამ მახაჩევთან დაკავშირებით ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა:

„დამიჯერეთ, ასი პროცენტით დარწმუნებული ვის დამარცხებაშიც არ ვარ, არც იმ სპორტსმენზე საუბარი მიყვარს და არც მასთან ბრძოლის ჩანიშვნას ვცდილობ. თუმცა, მახაჩევის ერთი დარტყმით დასრულება შემიძლია და ეს თავად ისლამმაც მშვენივრად იცის. უდიდესი მებრძოლია, სხვანაირად საჩემპიონო ქამარს 4-ჯერ ვერ დაიცავდა, მაგრამ არ არსებობს ბრძოლის ის სცენარი, რომელიც მან შეიძლება შემომთავაზოს და მე ამისთვის მზად არ აღმოვჩნდე. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - MMA-ს თანამედროვე მებრძოლი ვარ, რომელიც ყველა კომპონენტში ძლიერია და ელოდება თავის შანსს, რომ მეტოქეს უძლიერესი დარტყმა მიაყენოს და გათიშოს''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ჯუჯაა, ხალხს არ ესმის, რამდენად დიდი ვარ მასზე“ - პედი პიმბლეტი
„ილია ჯუჯაა, ხალხს არ ესმის, რამდენად დიდი ვარ მასზე“ - პედი პიმბლეტი